ახალი მთავრობის დამტკიცება

ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 6 სექტემბერს, მინისტრობის კანდიდატებს შეხვდება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 6 სექტემბერს, მინისტრობის განდიდატებს შეხვდება.

როგორც რომან გოცირიძემ ინტერპრესნიუსთან საუბარში აღნიშნა, პარტიამ მხარდაჭერების თხოვნით ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი მინისტრების კანდიდატებს შეხვდებიან. 

"თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო რომ არ შევხვდებოდით მინისტრობის კანდიდატებს ბოიკოტის გამო, მაგრამ ჩვენმა მხარდამჭერებმა გვთხოვეს, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის გადაგვეხედა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფრაქციის სხდომა და შევჯერდით, რომ ხვალ, 10:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს შევხვდებით", - ამბობს გოცირიძე ინტერპრესნიუსთან საუბარში.

ცნობისთვის, ევროპული საქართველო ფრაქციების ფორმატში გიორგი გახარიას შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ისინი შეხვედრას იმ კითხვების დასასმელად გამოიყენებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

კომენტარები