სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადება საზოგადოებისთვის, ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს მას [ბიძინა ივანიშვილს] ვერ იხსნის. ამაზე პასუხს მიიღებს მშვიდობიანი პროცესით, მშვიდობიათი მაგრამ მწვავე პროტესტით და რაც მთავარია არჩევნებით, უმძიმეს პასუხს საზოგადოებისგან. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ამ კაცმა თავისი მოღვაწეობით მოახდინა მორიგი და ალბათ ყველაზე მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება, კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენა ქვეყანას და რისკები გაზარდა. რაც შეეხება რატომ, მე არ ვარ კარგი ფსიქოანალიტიკოსი, მაგრამ ერთადერთი რაც თავში მომდის არის ის, რაც აქამდეც მითქვამს - ასეთი დისკრეტიდაციის შემდეგ, ასეთი დაცემის შემდეგ, რაც გავრილოვის ღამე მოხდა, იქამდეც და საერთოდ მისი მოღვაწეობის შედეგად, მაგრამ განსაკუთრებით გავრილოვის ღამის შემდეგ ხდება ხოლმე რომ ამ ტიპის რბილად რომ ვთქვათ ექსცენტრიული ადამიანები, ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციაზე მიდიან და შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს თავის შანსს ძალაუფლების შენარჩუნების, ის მწარედ ცდება, ოღონდ ცუდი ის არის რომ ქვეყანას სერიოზულად აზიანებს მორიგ ჯერზე.
სამთავრობო ცვლილებები
ბოკერია: ივანიშვილმა მოახდინა მკაფიო დემონსტრირება, როგორ ფეხებზე კიდია საზოგადოება
tbl.ge/3z7o
დაკოპირდა

დღეს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა.
ამავე თემაზე
- ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა
- მდინარაძე: უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ იონათამიშვილის კანდიდატურა წარვადგინე
- გახარია: ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი – ივანიშვილი
- ზვიად ყიფიანი: ჯანდაცვის მინისტრად არ ვინიშნები, არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება
- მდინარაძე: პრემიერსაც მივწერე, ტყუილია, რომ ჯანდაცვის მინისტრად ზვიად ყიფიანს წარადგენს




