უბედური შემთხვევა

ქუთაისში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა, ის ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როცა ის საოჯახო სასტუმროს ფასადზე აბრის გაკვრას ცდილობდა. სააგენტო თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცმა, სავარაუდოდ, დენი არ გათიშა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები