საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება. პირველი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს 2 სექტემბერს, ბიუროს სხდომაზე დაადგენენ.

მოსალოდნელია, რომ პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. დღეს, 18:00 საათზე უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც, სავარაუდოდ, სწორედ მამუკა ბახტაძის შემცვლელის საკითხი განიხილება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მედია წერდა პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ.

გარდა ამისა საშემოდგომო სესიაზე აირჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

კომენტარები