უცხოური მედიების ინფორმაციით, ჩრდილოეთის მეფე კიტ ჰარინგტონი მარველის კინოსამყაროს უერთდება.
მათივე ინფორმაციით, კიტ ჰარინგტონი უკვე დათანხმდა მარველს ერთ-ერთი როლის შესრულებაზე. ჯერჯერობით, ფილმიც და როლიც გასაიდუმლოებულია, თუმცა ამის შესახებ დაგეგმილია რომ დღეს გამოცხადდეს.
თავდაპირებლად, კიტ ჰარინგტონის მარველის კინოსამყაროში შესვლის ამბავი Deadline-მა გუშინ ღამით გაავრცელა.
კიტ ჰარინგტონი არ არის Game of Thrones-ის პირველი მსახიობი, რომელიც მარველის ფილმში მიიღებს მონაწილეობას.