კვენტინ ტარანტინო და მისი ცოლი დანიელა პიკი შვილს ელოდებიან - ამის შესახებ წყვილმა ექსკლუზიურად გამოცემა People-ს უთხრეს.
წყვილისთვის ბავშვი პირველი შვილი იქნება.
"დანიელა და კვენტინ ტარანტინო ძალიან მოხარულები გაცნობებენ, რომ ისინი შვილს ელოდებიან", - უთხრა წყვილის წარმომადგენელმა People-ს.
რეჟისორმა დანიელა პიკი 2009 წელს, ისრაელში ყოფნის დროს გაიცნო, როდესაც ის თავისი ფილმის "Inglorious Basterds"-ის პრემიერაზე იყო ჩასული. დანიელა პიკი ისრაელში ცნობილი მომღერლის ტცვიკა პიკის შვილია.
წყვილი ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2017 წელს დაინიშნა, 2018 წელს კი მათ ლოს-ანჯელესში ქორწილი ჰქონდათ.