ოკუპაცია

გორის მაჟორიტარი გუგუტიანთკარზე: თავისი სახლი იყო და უნდოდა დაშლიდა უნდოდა არა

ick.ge

„თავისი სახლი იყო და უნდოდა დაშლიდა უნდოდა არ დაშლიდა, ინფორმაცია სხვანაირად გავიდა,“ – გორში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ასე ეხმაურება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდა.

საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს 3-დღიანი ვადა მისცეს. რის შემდეგაც გიორგი რაზმაძემ საკუთარი სახლში დაშალა. 

კომენტარები