ოკუპაცია

ოკუპირებული სოფელი ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი პირი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული
საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს
ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა.
აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი "ცხელი
ხაზი". პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად". – წერია სუს-ის განცხადებაში

გუშინ, 28 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, მცოცავ ოკუპაციასთან ერთად, პერმანენტული ხასიათი აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული.  

კომენტარები