ოკუპაცია

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გუშინ გატაცებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორშია

radiotavisupleba.ge

საქართველოს 7 მოქალაქე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, 17 აგვისტოს გაიტაცეს ცხინვალის იოზლატორში არიან გადაყვანილები. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინ გაიტაცეს. ისინი სოფელ ახალუბანში ცხოვრობენ. 

დღეს კიდევ ერთი ადამიანი წაიყვანეს სოფელ არცევიდან. სუს-ის ინფორმაციით, ისიც ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები