სახელმწიფო ბიუჯეტი

ეროვნული ბანკისთვის 50 მილიონი ლარის ღირებულების ახალი სათავო ოფისი აშენდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი, A კლასის სათავო ოფისის მშნებლობა იგეგმება. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ახალი სათავო ოფისის ადგილს, 2019 წლის 26 ივლისს თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელწმიფო საკუთრებაში არსებული 8 000 კვადრატული მეტრი მიწა, ეროვნულ ბანკს გადაეცა. სწორედ, ამ ადგილას იგეგმება ეროვნული ბანკის ახალი ოფისის მშნებლობა. 

პროექტით სამშენებლო ფართი 17 000 კვადრატული მეტრი იქნება და მომსახურების გაწევის მაქსიმალური ვადა 44 თვით განისაზღვრა.

შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის იუსტიციის სახლის ერთ-ერთ ფლიგელშია განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწევა იმ გამოთავისუფლებულ ნაგებობას.

 

კომენტარები