მიანმარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიანმარში მეწყერს, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა.
მიანმარის მონის შტატში მეწყერი 9 აგვისტოს ჩამოწვა. წვიმა და ტალახი ხელს უშლიდა სამაშველო სამუშაოებს. წვიმამ წყალდიდობა, სახლების დატბორვა და დანგრევა გამოიწვია.
გაეროს ინფორმაციით, 80 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.