დემოგრაფია

რომელ ქალაქებში იცხოვრებს ყველაზე მეტი ადამიანი 2030 წელს

Reuters

მსოფლიოს მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება - გაეროს გათვლით, დედამიწაზე მაცხოვრებლების რაოდენობა 2050 წლისთვის 9.7 მილიარდს მიაღწევს. ამავდროულად, მზარდია ურბანიზაციაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში დიდი ქალაქები კიდევ უფრო გადატვირთული იქნება.

მაშინ, როდესაც ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში მოსახლეობა შედარებით დაბალი ტემპებით იზრდება, მატება ძირითადად აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხარჯზეა მოსალოდნელი. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ გაეროს პროგნოზით, 2030 წლის 10 ყველაზე დიდი ქალაქიდან 9 აზიური ან აფრიკულია.

გაერო ელოდება, რომ 2030 წელს მსოფლიოს 10 ყველაზე დასახლებული ქალაქის სია ასეთი იქნება:

  1. ტოკიო, იაპონია - 37.2 მილიონი მაცხოვრებელი 2030 წლისთვის
  2. დელი, ინდოეთი - 36.1 მლნ
  3. შანხაი, ჩინეთი - 30.8 მლნ
  4. მუმბაი, ინდოეთი - 27.8 მლნ
  5. პეკინი, ჩინეთი - 27.7 მლნ
  6. დაკა, ბანგლადეში - 27.4 მლნ
  7. ყარაჩი, პაკისტანი - 24.8 მლნ
  8. ქაირო, ეგვიპტე - 24.5 მლნ
  9. ლაგოსი, ნიგერია - 24.2 მლნ
  10. მეხიკო, მექსიკა - 23.9 მლნ

 

კომენტარები