მოგზაურობა

მსოფლიოს 15 ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი კარი [გალერეა]

ARCHITECTURAL DIGEST-მა მსოფლიოს 15 ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი კარი გამოავლინა. 

"გამორჩეულმა, დეკორატულმა კარებმა შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს და უნდა შთააგონოს ისინი, ვინც მათ ზღურბლს გადალახავს," - წერს AD-ის ჟურნალისტი ელისაბეთ ქუინ ბრაუნი.

დოჟის სასახლე - ვენეციაში დოჟის სასახლის "ფურცლის კარი". უწინ სასახლეში დოჟებსა და სხვა პოლიტიკოსებს ირჩევდნენ. კარის გარშემო განლაგებული ფიგურები სამართლიანობას (ცენტრში), ქველმოქმედებას, სიძლიერეს, წინდახედულობასა და ტემპერამენტს გამოხატავს.

წმინდა ედუარდის ეკლესია - ინგლისში, გლოსტერშირში ორ ხეს შორის არსებული კარი 1200-იანი წლებიდან წმინდა ედუარდის ეკლესიას ამშვენებს. ამბობენ, რომ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებელში დურინის კარის შთაგონება სწორედ ეს კარი იყო. 

სან ჯიოვანის სანათლავი - ხელოვან ლორენცო გიბერტის "სამოთხის კარიბჭე" სან ჯოვანის სანათლავს 1452 წლიდან ამშვენებს. ბრინჯაოს კარი გარედან მოოქროვილია. კარის 10 სკულპტურული პანელი ძველი აღქმის ეპიზოდებს ასახავს. 

ფრედერიკ რობის სახლი - ფრენკ ლოიდ რაითმა ეს ცნობილი სახლი ჩიკაგოში 1919 წელს დაასრულა (2019 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს). სახლი, ისევე, როგორც მისი შესასვლელი პრერის სკოლის ერთერთი შედევრია. 

ბორგუნდის ეკლესია - ნორვეგიაში ბორგუნდის ეკლესია, სავარაუდოდ, იმ მშენებლებმა ააგეს, რომლებმაც ვიკინგების ხომალდები შექმნეს. ეკლესია 1180 წელს ნაძვის ხისგან ააგეს, მისი კარი დრაკონებითა და სხვა ქრისტიანული და ვიკინგური სიმბოლოთი არის მორთული. 

დაუნინგ სტრიტის N10 - ლონდონში ისტორიული დაუნინგ სტრიტის N1პრემიერმინისტრის რეზიდენცია არის. კარი გამორჩევა გრიგორიანული სტილის პრიალა გარეკანით, რომლესაც ლომის თავის კარის ჩაქუჩი აქვს. უსაფრთხო, ფოლადის შესასვლელი, რომელიც შიგნიდან იღება, 1991 წელს ირლანდიის რევოლუციური არმიის თავდასხმის შემდეგ გააკეთეს.

ჩეფსთოუის ციხესიმაგრე - ევროპაში ყველაზე ძველი ციხესიმაგრის კარი, რომელიც 1190 წლიდან მონმუშირში, უელსში მდებარეობს. კარი სერ უილიამს მარშალმა ჩამოკიდა, რომელიც სიცოცხლეში 5 მეფეს ემსახურა. 

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა - ხელოვან რანდოლფ როჯერსის მიერ შექმნილი კოლუმბის კარი აშშ-ის კაპიტოლიუმში კოლუმბის ცხოვრებას ასახავს. მისი წინა 20 000 ფუნტია.

ქრიზლერის შენობა - ნიუ-იორკში 30-იანებში შექმნილი ქრიზლერის შენობის დეკორატიული მინისა ფოლადის არტ დეკოს სტილის კარი.

კორდობას მეჩეთი-კათედრალი - ესპანეთში "შენდობის კარი" შენობას 1337 წლიდან ამშვენებს გოთიკური და მავრული ჩანართებით.

პალმერის სახლი ჩიკაგოში - პალმერული სახლი გამოირჩევა ბრინჯაოს ფარშევანგის კარით.

 

პალე-როალი - ზელიჟისა და კედარის კარის უკან მაროკოს მეფის სასახლე მდებარეობს.

წმინდა პეტრეს ბაზილიკა - ვატიკანში ბაზილიკას ყოველ 25 წელიწადში ერთხელ პაპი კათოლიკური ეკლესიის წმინდა წლების აღსანიშნავად ხსნის. კარზე ადამიანის ცოდვის ამსახველი სცენებს ვხედავთ.

სელფრიჯები (ლონდონის მუზეუმში) - 1928 წელს შექმნილი არტ დეკოს სტილის კარი ზოდიაქოს 12 სიმბოლოს წარმოადგენს. 

უენო ტოოშოგუს სალოცავი - ტოკიოში, იაპონიაში სალოცავს შინტოისტური სტილის ოქროს კარამონი 1651 წლიდან ამშვენებს. ლეგენდის თანახმად, სიბნელეში კარის ორივე მხრიდან დრაკონები გადმოდიან და შინობაცუს აუზში წყალს სვამენ. 

კომენტარები