ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება, რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. მთავრობაში ვმუშაობდი და წვდომა მაქვს, მე თუ ვერ გავიგე რას ედავებიან ამ ხალხს, ჩვეულებრივმა საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს, ეს მე არ მესმის. მე მგონია, რომ ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, კეთილი უნდა ინებოს და პოპულარულ ენაზე აუხსნას საზოგადოებას რას ედავებიან ამ ორ მოწინავე ბიზნესმენს. რა ფულის გათეთრებას და რის გათეთრებას ედავებიან. ჯერ ერთი, ეს არის ძალიან რთული ტერმინი და რა იგულისხმება ამ ტერმინში, იურიდიული თვალსაზრისითაც ძალიან უჭირთ, რომ ახსნან ექსპერტებმა. ის, რაც აღწერილი არის ამ ტრანზაქციაში, მე ვერანაირად ვერ დავაკაშირე ფულის გათეთრებასთან.
თიბისი ბანკის საქმე
ქობულია: მთავრობაში ვმუშაობდი და დღემდე ვერ გავიგე, რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს
tbl.ge/3wiw
დაკოპირდა
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი". საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. 26 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000-ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
ამავე თემაზე
- TI: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ ან წერეთელმა ფული გაათეთრეს
- ლელო: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე დაჩქარებულად განიხილება, ეს ადასტურებს პოლიტიკურ მოტივაციას
- ხაზარაძე: ყოველ მე-2 დღესაა ჩვენი პროცესები ჩანიშნული, რომ ხელი შეგვიშალონ პარტიულ აქტივობაში
- ჯაფარიძე ვოლსკის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებებისთვის უჩივლებს
- 6 სექტემბერს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ