ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ
TV პირველი
TV1-ის დამფუძნებელი: გვისმენდით და ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ჩვენს გეგმებს
tbl.ge/3w72
დაკოპირდა

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ადვოკატ ზვიად კორძაძის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კორძაძემ თქვა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა რამდენიმე ადამიანს ფარულად უსმენდა, მათ შორის, ვატო წერეთელს.
ამავე თემაზე
- ფინანსური დავალიანების გამო ჩვენი სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა – TV პირველი
- კოალიცია ცვლილებისთვის: POSTV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
- TV პირველი: POSTV-მ დღეს, ჩვენ წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა
- მელაძე: გაშველებისას დაზიანდა TV პირველის აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე
- მელაძე: გამთენიისას TV პირველის ცენტრალური სერვერი გაითიშა, ავარიულ რეჟიმში ვმუშაობთ




