TV პირველი

მელაძე: გაშველებისას დაზიანდა TV პირველის აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე

ქართული ოცნების ლიდერები ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე გადავიდნენ. ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ინციდენტი ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა.

ანრი ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. შემთხვევა მოხდა თვითმხილველების თვალწინ. გაშველების დროს დაზიანებები მიიიღო ტვ პირველის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

ტვ პირველი სთხოვს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაასაჯაროვოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები. დანაშაული მოხდა სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე.

FACEBOOK-ზე წერს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე. TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის ცნობით, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მას ქართული ოცნების დეპუტატები დაესხნენ თავს. 

კომენტარები