TV პირველი

კოალიცია ცვლილებისთვის: POSTV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

კოალიცია ცვლილებისთვის სამთავრობო მედია POSTV-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ისინი სიცრუეში დაადანაშაულა. 

"რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანის, მედიადწოდებული POSTV-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს TV პირველის შენობაში ფარული შეხვედრებისთვის ოთახი გამოგვიყვეს, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგემება, არის სიცრუე.

რუსული სტილის მსგავსი პროპაგანდისტული “ახალი ამბის” გავრცელება რეალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას და საზოგადოების თვალში საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობის კრიმინალიზების მცდელობას". - წერია კოალიციის განცხადებაში.

დღეს, სამთავრობო მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც TV პირველის დამფუძნებელმა ტელეკომპანიის შენობაში კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს გამოუყო ფარული შეხვედრების ოთახი.

კომენტარები