ხაზარაძე/ჯაფარიძის ბრალი

მამუკა ხაზარაძე: დღეს მე დავინახე სრული ჭაობი

forbes.ge

საქალაქო სასამართლომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000-ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.

სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"არის ასეთი გამოთქმა ზოგი ჭირი მარგებელია, არ ვიცი საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, უფრო საბედნიეროდ ალბათ მე ვიყავი აქ, სასამართლოში აქამდე არ მქონია საქმე და კარგად დავინახე თუ რა ჭაობშია ქვეყანა, ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით და ამას აღარ ვსაუბრობ როგორც თიბისი ბანკის თავმჯდომარე ან ანაკლიის თავმჯდომარე, რადგანაც შეკავებული ვიყავი შეფასებებში, გამომდინარე იქიდან რომ ჩემს უკან 10 000 თანამშრომელი, გუნდის წევრი, სტრუქტურა, დეპოზიტარები, ბანკები და პარტნიორები დგას, ამიტომ ყოველთვცის ვცდილობდი რომ არ გადამელახა ის, რაც გულში მქონდა, რის თქმასაც ვაპირებდი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია შენი პოზიციის გამო ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო

დღეს მე დავინახე სრული ჭაობი და კარგია, რომ მე ეს ჩემს თავზე დავინახე. დღეს დავინახე უცოდინრობის პიკი პროკურატურის მხრიდან, მე ეს ახალგაზრდა ადამიანები გულწრფელად მეცოდებიან. ერთ-ერთი პროკურორი გოგონა, რომელსაც შეუძლია რომ 5-წუთიანი ბრიფინგით საქართველოს ეკონომიკას ცელი გამოუსვას და მილიარდი ლარის ზარალი მიაყენოს და ამაზე არანაირ სირცხვილის გრძნობას, არავინ ამაზე მას და მის ხელმძღვანელებს პასუხს არ თხოვს, ეს არის კატასტროფა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, ჩვენ სტრუქტურები არ გვაქვს, ჩვენ ინსტიტუციების მოშლილი გვაქვს აბსოლუტურად", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. 

კომენტარები