ეკონომიკური ზრდა

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა 4.5%-მდე. როგორ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზი ტურისტული შემოსავლების კლების მოლოდინი გახდა.

"2019 წლის პირველ ნახევარში საგარეო სექტორის გაუმჯობესება გაგრძელდა. თუმცა, მეორე კვარტალის ბოლოს საგარეო სექტორიდან მომდინარე დამატებითი რისკები გამოიკვეთა - კერძოდ, შემცირდა მოსალოდნელი ტურისტული შემოსავლები. ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება. საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი), განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4.5 პროცენტი იქნება" - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მაისში გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ეროვნული ბანკი ვარაუდობდა, რომ წელს ზრდა 5%-იანი იქნებოდა.

წლის პირველ კვარტალში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4.9%-ით გაიზარდა.

კომენტარები