რუსთავი 2

მათიკაშვილი: თუ R2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ

თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ. ამიტომ, უფრო უნდა გაგიხარდეს ეს ამბავი, ვიდრე გეწყინოს. სააკაშვილი - გვარამია - მელაძის "ტროიკა" აშკარად ძალიან დაიბოღმა ჩემზე, რადგანაც გადაწყვიტეს, რომ შაბათის "კურიერის" ესოდენ „მნიშვნელოვანი“ საეთერო დრო, უკვე მეორედ, დაუთმონ ჩემს პერსონას.

საინტერესოა, საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაციის მნიშვნელობა თუ იცის ნოდარ მელაძემ? ეჭვი მეპარება, რომ ბოლომდე ჰქონდეს დეკლარაციის საჯაროობის არსი გააზრებული და თუ მაინც იცის, სააკაშვილისეული "ზონდერ მივარდნების" ნაცვლად, თუ მართლა ვინმეს რამე აინტერესებს, ჯერ დეკლარაციის ავტორს უკავშირდებიან და შემდეგ დგამენ მომდევნო ნაბიჯებს და არა ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობის რუპორი იქცევა: ჯერ სიუჟეტს ამზადებს, ტყუილებით გაჯერებულს და შემდეგ, ისევ და ისევ დემაგოგიისთვის ურეკავენ სიუჟეტის გმირს. საქართველოში არ ვიმყოფები, ვიქნები კვირას დილით, მაგრამ ვიცი, რომ მელაძემ მათიკაშვილის წინააღმდეგ "მეორე სერია" დააანონსა და ეს ყველაფერი ხვალ "შაბათის კურიერის" მეშვეობით გავა ეთერში

20 ივლისს დაანონსებული სიუჟეტის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები