ინდოეთი

ინდოეთში წყალდიდობას გამოქცეულმა ვეფხვმა ადგილობრივი მაცხოვრებლის საწოლში დაიძინა

WTI

ინდოეთის ასამის შტატში წყალდიდობის გამო კაზირანგას ეროვნული პარკის ნაწილი დაიტბორა, რის გამოც სულ მცირე 92 ცხოველი დაიხოცა, მათ შორის 54 ირემი, 7 მარტორქა, 6 ტახი და ერთი სპილო.

პარკიდან გამოქცეულმა ვეფხვმა კი თავი ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლს შეაფარა და მის საწოლში დაიძინა. სახლის პატრონმა ოჯახთან ერთად შენობა ვეფხვის დანახვისთანავე დატოვა.

ველური ბუნების დაცვის ჯგუფმა მისი სახლიდან გაყვანა და ჯუნგლებში დაბრუნება მოახერხა. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით ვეფხვი ძალიან დაღლილი იყო და საწოლში გამოძინება შეძლო.

ოჯახში ამბობენ, რომ იმ ზეწარს და ბალიშს, რომელზეც ვეფხვს ეძინა შეინახავენ.

კაზირანგას ეროვნულ პარკში 110 ვეფხვი ცხოვრობს. წყალდიდობის შედეგად არცერთი მათგანი არ მომკვდარა.

ინდოეთის აღმოსავლეთით, ბიჰარის და ასამის შტატებში მუსონის მიერ გამოწვეულ წყალდიდობას უკანასკნელ დღეებსი 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. უსახლკაროდ დარჩა მილიონზე მეტი.


ფოტო: WTI

კომენტარები