რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: მოვუწოდებ ივანიშვილს, მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე, არ შეეხონ R2-ს

ჩემი აზრით, ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა. სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში ყოფილა გადაწყვეტილებები, რომლებიც სამოქალაქო თავისუფლებისთვის არ შეფასდა ისტორიისგან, როგორც საუკეთესო და შეიცვალა. ამიტომ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა რუსთავი ორის მხრიდან, გაასაჩივროს დიდ პალატაში და სცადონ ყველა ბერკეტი.

მოვუწოდებ ივანიშვილის გუნდს, კიდევ ერთი დიდი შეცდომა არ დაუშვან, მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე, არ შეეხონ რუსთავი ორს და მის სარედაქციო დამოუკიდებლობას. ტყუილად აქვთ ილუზია, რომ ამ გამარჯვებით, რაც მათ ჰგონიათ, გამარჯვება, შეცვლიან იმ ტალღას, რაც არის ქვეყანაში, პირიქით, მხოლოდ დაამძიმებენ მდგომარეობას, გაზრდიან რისკებს და თვითონ ამით პოლიტიკურად ვერ გადარჩებიან

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები