რუსთავი 2-ის საქმე

უგულავა: გავლენები ჩანს, მაგრამ არ უნდა გადაიზარდოს ისტერიაში, რომ არიქა, ევროპამ მიგვატოვა

სტრასბურგში სარჩელი მიდის მაშინ, როცა ადგილობრივი სასამართლო არის ჩასვრილი, ჩასვრილი რომ არის, კარგად დადასტურდა თოდუას და ურთმელიძის მაგალითზე, მათ შორის სტრასბურგში.

ერთის მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ მაგ მიმართულებით ბრძოლას, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ სტრასბურგი არის სამართლებრივი და პოლიტიკური ორგანიზმი, იმიტომ, რომ ეროვნული ქვეყნებიდან არის წარმოდგენილი მოსამართლეები.

ვინც არ უნდა ილაპარაკოს, კარგად ვიცით, რომ საქართველოს წარმომადგენელი, ჭანტურია არის პირდაპირ ხელისუფლების. და სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ მოსამართლეებზე თავის ეროვნულ ხელისუფლებებს აქვთ გავლენა და ცალკე მათზე გავლენა აქვს რუსეთის ხელისუფლებას, ყველაზე არ ვსაუბრობ. ამიტომ, ეს გავლენაც არის. ამ გავლენას ნუ გამოვრიცხავთ. რუსეთი, რომელიც ამერიკის არჩევნებში ერეოდა, საფრანგეთის არჩევნებში ერეოდა, იტალიის და გერმანიის არჩევნებში ერეოდა, ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ ვიტყვით, რომ საქართველოს არჩევნებში არ ჩაერევა და ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ ვიტყვით, რომ სადაც საცეცი ექნება, არ ჩაერეოდა აქ.

რუსეთის ინტერესია, შეინარჩუნოს ივანიშვილის მარაზმატიკული ხელისუფლება აქ, ვიყოთ ამ ქაოსში, რუსეთი ებრძვის ევროპას, რუსეთი ებრძვის ყველაფერს ევროპულს, რუსეთი ებრძვის ყველა ევროპულ საერთაშორისო ინსტიტუტს და მათ დისკრედიტაციას ცდილობს, ხან აღწევს, ხან ვერა. არსებითად ვერ მოახერხებს, მაგრამ ეს ბრძოლა სახეზეა. Pace-შიც ისე თავხედურად იქცევიან, რუსი ემისრები ყველგან ყველაფრის წაგლეჯას ცდილობენ და ამ თვალსაზრისით რომ რუსთავი ორი მნიშვნელოვანი რამ არის, ეს ყველას კარგად გვესმის. აქაც, სამწუხაროდ, ეს გავლენები ჩანს, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რაღაც ისტერიაში, რომ არიქა, სტრასბურგმა და არიქა, ევროპამ მიგვატოვა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა რუსთავი ორის ეთერში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები