ერთი და ორი აქცია ჩატარებულა ამ ქვეყანაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი მოქალაქეების მიმართ ზრუნვის მეტი არაფერი არ გამოუჩენია? 8 ივლისს, როდესაც ქალაქში ჩატარდა ოთხი აქცია, მათ შორის ორი რადიკალურად ერთმანეთთან დაპირისპირებული. როდესაც ერთ მხარეს გვყავდნენ ბატონი ბოკერია, ქალბატონი ხოშტარია და მეორე მხარეს გვყავდნენ ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური, არაფრით არ განსხვავებული ერთმანეთისგან, რადიკალური ჯგუფები. [ელენე ხოშტარია და ლევან ვასაძე] თავისი რადიკალიზმით ჩემთვის ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. როდესაც პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია სთხოვს, იცით რა, იქ არის აგრესიული ჯგუფი და იქნებ აქ გამოთქვათ, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება. და როდესაც ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია, ახალგაზრდებს და მათ ემოციებს ამოფარებული იძახის, რომ ჩვენ ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთ, შუბლი შუბლზე და შევქმნათ ქვეყანაში დაპირისპირების და ემოციების კიდევ ერთი კერა. რა დავარქვათ ამას? ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ჩემთვის და არც ერთი პოლიციელისთვის არანაირი სხვაობა არ არის.
გიორგი გახარია
გახარია: [ხოშტარია და ვასაძე] რადიკალიზმით ჩემთვის ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან
tbl.ge/3uke
დაკოპირდა

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- გახარია: განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერის ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების დაცვაში
- გახარია: 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი
- გახარია აქციებზე: ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ითარგმნება ეს ინფიცირების რაოდენობის ზრდაში
- გახარია ვაშაძესა და ხაზარაძესთან დებატებზე: დრო არ მაქვს, თუმცა ეს დებატები შედგება
- გახარია: საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს