რუსეთ-საქართველო

პუტინი ამბობს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაკისრების მომხრე არ არის

ვლადიმირ პუტინი
AP

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ არ არის საქართველოსთვის სანქციების დაკისრების მომხრე. 

ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა 8 ივლისს, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"რაც შეეხება რაღაც ტიპის სანქციების დაკისრებას საქართველოსთან მიმართებაში, მე ამას არ გავაკეთებდი სწორედაც რომ ქართველი ერის მიმართ პატივისცემის გამო,"- თქვა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტს რუსთავი 2-ის წამყვან გიორგი გაბუნიაზეც ჰკითხეს, ემხრობა, თუ არა მისი ექსტრადირების საკითხს, რაზეც პუტინმა უპასუხა:

"ზედმეტად დიდი პატივია მათთვის. დაე, გააგრძელონ მაუწყებლობა". 

რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაკისრება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დაწყების წინ პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა. 9 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატამ მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებს, პრეზიდენტ პუტინს შესაბამისი წინადადებით მიმართოს.

კომენტარები