დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მათი შვილის, არჩის ნათლობის ფოტო გაავრცელეს

პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და არჩი
AP

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის პირველი შვილი არცი უინძორში დღეს მონათლეს. არჩი უკვე ორი თვისაა. ცერემონიაზე გადაღებული ფოტოები რამდენიმე საათში სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ნათლობის გასაიდუმლოებამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის წევრების ნათლობის ცერემონიები დახურულია, მედიას და ფოტოგრაფებს საშუალება ჰქონდათ სტუმრები და სამეფო ოჯახის წევრები გადაეღოთ, თუმცა არა ამ შემთხვევაში.

ნათლობის ცერემონიას დედოფალი არ დასწრებია.

კომენტარები