დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

კონსერვატორი დეპუტატი მეგანისა და ჰარისთვის სამეფო ტიტულის ჩამოსართმევად კანონს ამზადებს

კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა, ბობ სილიმ აღნიშნა, რომ გეგმავს, წარადგინოს კანონპროექტი სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგიანასათვის სამეფო ტიტულების ჩამოსართმევად. იგი აპირებს წლის დასაწყისში 1917 წლის ტიტულების ჩამორთმევის აქტის ცვლილება წარადგინოს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც საბჭოს უფლებამოსილებას მისცეს, ჩამოაქვეითოს ჰარის და მეგანის სამეფო სტატუსი.

"ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. გარდა იმისა, რომ ისინი საკუთარ ოჯახს შეურაცხყოფენ, ასევე, თავს ესხმიან ქვეყნის მნიშვნელოვან ინსტიტუტებს". - აღნიშნა დეპუტატმა. 

სილი გეგმავს შესწორების შეტანას იმ აქტში, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მხარდაჭერისთვის ტიტული სამეფო ოჯახის წევრებს ჩამოართვა.  

"რატომ აგრძელებს ჰარი ამ ტიტულის გამოყენებას და ამავდროულად აკნინებს მონარქიის ინსტიტუტსა და მისი ოჯახს". - ამბობს დეპუტატი. 

ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა, რეიჩელ მასკელმა პარლამენტში უკვე წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მონარქს დამატებით უფლებამოსილებას აძლევს, რათა ჩამოართვას ტიტულები სამეფო ოჯახის წევრებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პარლამენტის კომიტეტმა დაადგინოს, ვის ჩამოერთმევა სტატუსი.

სერიალში, რომელიც გუშინ, 8 დეკემბერს Netflix-მა გამოუშვა, ჰერცოგი და ჰერცოგინია მედიას მათ "განადგურებაში" ადანაშაულებენ. ამასთაანვე, ჰარის მტკიცებით, სამეფო ოჯახმა ვერ გაიგო, რომ მის მომავალ მეუღლეს დაცვა სჭირდებოდა.

კომენტარები