დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

აქტივისტს, რომელმაც მეფე ჩარლზს კვერცხი ესროლა, საჯარო ადგილებში კვერცხის ტარება აეკრძალა

Befunky

9 ნოემბერს იორკშირში აქტივისტი დააკავეს, რომელმაც მეფე ჩარლზსა და მის ცოლს, დედოფალ კამილას კვერცხები დაუშინა

სამეფო ოჯახის წევრებს კვერცხი არ მოხვდათ, ხოლო კლიმატის დამცველი აქტივისტი, 23 წლის პატრიკ თელველი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.

თელველის თქმით სასამართლომ მას მეფესთან 500 მეტრით მიახლოება და საზოგადოებრივ ადგილებში კვერცხის ტარება აუკრძალა. გამონაკლისი შემთხვევაა სურსათის მაღაზიიდან სახლამდე კვერცხის მიტანა.

"კვერცხის სროლის შემდეგ ბრბო ეცადა ფიზიკურად გამსწორებოდა, სრული სიგიჟეა. მე არ მწამს მეფეების, მე მწამს ადამიანების თანასწორობის". – განაცხადა თელველმა.

კომენტარები