უკანონო ხე-ტყე

ორ თვეში, სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი, ხის 23 საამქრო გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისსა და რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის 23 სახერხი საამქრო გამოავლინა. 

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე, 7 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით.

კომენტარები