რუსეთი

რუსმა მუშებმა აშშ-ის სანქციების საწინააღმდეგოდ Gangsta Paradise-ის მელოდიაზე გარეპეს [VIDEO]

YouTube

რუსეთში ფურგონების მწარმოებელი ქარხნის GAZ მუშებმა აშშ-ის სანქციების საწინააღმდეგო რეპი შეასრულეს და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს მოსკოვში აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან აქცია გამართეს.

ქალაქ იაროსლავლში მდებარე ქარხნის მუშებმა ახალი ვიდეო YouTube-ზე 1 ივლისს გამოაქვეყნეს. აშშ-ის სანქციების საწინააღმდეგო სიმღერა მათ რეპერ Coolio-ს 90-იანი წლების ცნობილი სიმღერის Gangsta’s Paradise-ის მელოდიაზე შეასრულეს. 

"არის ვინმე, ვინც მოგვისმენს? გადაარჩინეთ GAZ, გადაარჩინეთ GAZ. გადაარჩინეთ მუშათა კლასი! გადაარჩინეთ GAZ, გადაარჩინეთ GAZ..." - მღერიან მუშები.

4 ივლისს GAZ-ის მუშების მხარდასაჭერად 50-მდე მომიტინგე მოსკოვში აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან მივიდა. მათ პეტიციით მიმართეს ელჩს და მოსთხოვეს, რომ "დამოუკიდებლობის, მუშაობის, პროფესიონალური გაზრდისა და მომავლის უფლება არ ჩამოერთმიათ".

კრემლთან დაკავშირებულ მილიარდერს ოლეგ დერიპასკასა და მის ფურგონების მწარმოებელ ქარხანას GAZ გასული წლის აპრილში 2016 წელს რუსეთის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის კავშირის გამო აშშ-ის სანქციები შეეხო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ინვესტორებს GAZ-ისგან ჩამოსაშორებლად საბოლოო ვადა 8 ნოემბრამდე მისცა.

გასულ წელს ქარხანამ რუსეთის მთავრობას 30 მილიარდი რუბლის ოდენობით (468 მლნ დოლარი) დახმარება სთხოვა, რადგან მათი პროგნოზით, 2019 წლის მეორე ნახევარში სანქციები მათ პროდუქციას 40%-ით შეამცირებდა. 

კომენტარები