ინდოეთი

მუმბაიში მუსონისაგან გამოწვეულ წყალდიდობას 23 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მუსონმა წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 20 მათგანი წვიმის და წყალდიდობის შედეგად ერთ-ერთი დასახლების გამყოფი კედლის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა, 3 კი დაიხრჩო. კედლის ჩამოშლის შედეგად დაშავდა 68 ადამიანი.

მდინარის ადიდების გამო მიმდებარე ტერიტორიებიდან განხორციელდა 1,000-მდე მოსახლის ევაკუაცია. მიუხედავად იმისა, რომ მუსონები ინდოეთში სეზონური მოვლენაა, ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით მსგავსი წვიმა 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა.

დაიკეტა ქალაქის აეროპორტი და შეფერხდა სარკინიზგო მოძრაობა.

კომენტარები