ნიკა მელიას საქმე

ჯაში მელიაზე: დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში

ვგეგმავ ჩემს მეგობრებთან შეხვედრას და ბუნებრივია, იმ არგუმენტაციის წარმოდგენას, როგორ მიმდინარეობდა პროცესი და დარწმუნებას, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან უმრავლესობის ფორმატში განსხვავებული აზრის დაფიქსირება, იმიტომ, რომ თავად ფორმატი არ გვაძლებდა ამის საშუალებას.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული იქნება გათვალისწინებული. მაგრამ, მე იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემი მეგობრების მხრიდან იქნება ჩემთვის მისაღები

ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ჯაში, რომელმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. ის სხდომაზე იმყოფებოდა, თუმცა, რეგისტრაცია არ გაიარა. დღეს ქართულ ოცნებაში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა.

კომენტარები