არსებობს სხვადასხვანაირ ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად 1937 წელს ღამე იკრიბებოიდა სამკაციანი სასამართლო და დახვრეტას უსჯიდნენ ადამიანს. ახლა მე მაინტერესებს დემოკრატიულ საქართველოში 2019 წელს, რა ხდება? რომ თქვენ დილის 9 საათზე გეგმავთ ერთ კომიტეტის სხდომას, მეორე კომიტეტის სხდომა უკვე ჩანიშნული გაქვთ შუადღეს და დღესვე აპირებთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამოართვათ მანდატი დეპუტატს იმისთვის, რომ დაიჭირონ. ანუ თქვენ დღეს აქ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დამნაშავედ ცნობთ ნიკა მელიას წინასწარ. თქვენი ლიდერი კობახიძე ქუჩაში ვეღარ გამოდის, უნივერსიტეტში ვეღარ შედის ლექციის წასაკითხად, სტუდენტები აგდებენ და ამიტომ კარგად დაფიქრდით, რასაც ახლა აკეთებთ
ნიკა მელიას საქმე
სამადაშვილი: ქვეყნის ისტორიაში პირველად, დეპუტატს მანდატს იმისთვის ართმევთ, რომ დაიჭიროთ
tbl.ge/3t1r
დაკოპირდა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხი უნდა განიხილონ.
ამავე თემაზე
- მელია: სასამართლო პროცესების ჩანიშვნით ოცნებას მოლაპარაკებებში პოზიციების გაძლიერება სურს
- მელია: სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მე ამას არ მივიღებ
- თარხნიშვილი მელიას შესაძლო დაკავებაზე: ივანიშვილი განაგრძობს პოლიტიკურ რეპრესიებს
- მდინარაძე მელიას შესაძლო დაპატიმრებაზე: წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იქნება შემდეგი
- "გამოირჩევა კლანის მხარდაჭერით" - ჯანეზაშვილი ნიკა მელიას მოსამართლეზე