ევროსაბჭო

ვინ დაუჭირა რუსეთისათვის ევროსაბჭოში ხმის მიცემის აღდგენას მხარი

assembly.coe.int

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა. რომელი ქვეყნის დელეგატებმა დაუჭირეს მხარი რუსეთისათვის ხმის მიცემის აღდგენას და ვინ იყო წინააღმდეგ?

საფრანგეთი - მხარი დაუჭირა 16-ვე დელეგატმა
იტალია - მხარი დაუჭირა 12-მა, თავი შეიკავა ერთმა
გერმანია - მხარი დაუჭირა 11-მა, წინააღმდეგი იყო 2
თურქეთი - მხარი დაუჭირა ათივე დელეგატმა
აზერბაიჯანი - მხარი დაუჭირა 6-ვე დელეგატმა
სომხეთი - მხარი დაუჭირა 3-მა, წინააღმდეგი იყო 1 დელეგატი
ესპანეთი - მხარი დაუჭირა 5-ვე დელეგატმა
პორტუგალია - მხარი დაუჭირა 3-მა, თავი შეიკავა ერთმა დელეგატმა
ნორვეგია - მხარი დაუჭირა 5-ვე დელეგატმა
სერბეთი - მხარი დაუჭირა 5-ვე დელეგატმა
სლოვაკეთი - მხარი დაუჭირა 3-მა, წინააღმდეგი იყო 1 დელეგატი
ხორვატია - მხარი დაუჭირა 3-მა, წინააღმდეგი იყო 1, თავი შეიკავა ერთმა დელეგატმა
ჩეხეთი - მხარი დაუჭირა 2-მა, წინააღმდეგი იყო 1, თავი შეიკავა ერთმა დელეგატმა
ავსტრია - მხარი დაუჭირა 5-ვე დელეგატმა
ჰოლანდია - მხარი დაუჭირა 5-მა, წინააღმდეგი იყო 2 დელეგატი
შვეიცარია - მხარი დაუჭირა 4-მა, წინააღმდეგი იყო 1 დელეგატი
ანდორა - მხარი დაუჭირა ორივე დელეგატმა
კვიპროსი - მხარი დაუჭირა ორივე დელეგატმა
ისლანდია - მხარი დაუჭირა ორივე დელეგატმა
სან-მარინო - მხარი დაუჭირა ორივე დელეგატმა
ფინეთი - მხარი დაუჭირა 2-მა, წინააღმდეგი იყო 2 დელეგატი
მოლდოვა - მხარი დაუჭირა 2-მა, წინააღმდეგი იყო 1 დელეგატი
ბელგია - მხარი დაუჭირა 2-მა, წინააღმდეგი იყო 2 დელეგატი
რუმინეთი - მხარი დაუჭირა 1-მა, წინააღმდეგი იყო 1 დელეგატი
დანია - მხარი დაუჭირა 1-მა, წინააღმდეგი იყო 1 დელეგატი
ლიხტენშტეინი - მხარი დაუჭირა 1-მა, წინააღმდეგი იყო 1 დელეგატი

ქვეყნები, რომელთა დელეგატები რუსეთისათვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდნენ:

უკრაინა - წინააღმდეგი იყო ათივე დელეგატი
საქართველო - წინააღმდეგი იყო ხუთივე დელეგატი
ლიტვა - წინააღმდეგი იყო ოთხივე დელეგატი
ლატვია - წინააღმდეგი იყო სამივე დელეგატი
ესტონეთი - წინააღმდეგი იყო სამივე დელეგატი
პოლონეთი - წინააღმდეგი იყო 9 დელეგატი, მხარი დაუჭირა ერთმა
დიდი ბრიტანეთი - წინააღმდეგი იყო 8 დელეგატი, მხარი დაუჭირა 2-მა, თავი შეიკავა 3-მა
შვედეთი - წინააღმდეგი იყო 4, მხარი დაუჭირა 1-მა

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

კომენტარები