Netflix

ნეტფლიქსი LOVE, DEATH & ROBOTS-ის მეორე სეზონს გამოუშვებს

Netflix

ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ სერიალ Love, Death & Robots-ის მეორე სეზონს გამოუშვებს.  

ამის შესახებ კომპანიამ See Whats Next-ის ტვიტერის გვერდზე დაწერა.

”Love, Death and Robots დაბრუნდება! ჯენიფერ იუ ნელსონი შემოგვიერთდა, როგორც მეორე სეზონის მეთვალყურე რეჟისორი და ის ყველა სერიას დააკვირდება”, - წერს ნეტფლიქსი.

ჯენიფერ იუ ნელსონი Kung Fu Panda-ს ორივე ფილმის და The Darkest Mind-ის რეჟისორია.

Love, Death & Robots ნეტფლიქსის სერიალია, რომლის პირველ სეზონში სულ 18 მოკლე სერია იყო. პირველი სეზონის რეჟისორები დევიდ ფინჩერი, ჯენიფერ მილერი, ტიმ მილერი და ჯოშ დონანი იყვნენ.

კომენტარები