ირანი

თეირანში 547 კაფე და რესტორანი "ისლამური პრინციპების" დარღვევის გამო დახურეს

AP

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ირანის პოლიციამ დედაქალაქ თეირანში 547 კაფე და რესტორანი "ისლამური პრინციპების" დარღვევის გამო დახურა.

"ოპერაციისას დაიხურა 547 რესტორანი და კაფე, სადაც ისლამურ პრინციპებს არ იცავდნენ, თერთმეტის მეპატრონე დავაკავეთ. ისლამური პრინციპების დაცვა პოლიციის მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა." ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

"ისლამური პრინციპების დარღვევაში" იგულისმება "არატრადიციული რეკლამირება კიბერ-სივრცეში", აკრძალული მუსიკის დაკვრა და "ლოთობა".

თეირანის მორალური ხელმძღვანელობის სასამართლომ, რომელიც განიხილავს "კულტურულ დანაშაულებს, სოციალურ და მორალურ გარყვნილებას" მოქალაქეებს მოუწოდა ცხელ ცაზზე აცნობონ მათ "ამორალური ქცევის" შესახებ.

მსგავს "ამორალურ ქცევაში" შედის მანქანაში ჰიჯაბის მოხსნა, საცეკვაო წვეულებების მოწყობა და ინსტაგრამზე "ამორალური" კონტენტის განთავსება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ირანის მთავრობამ კაფეებს უბრძანა სათვალთვალო კამერები დაემონტაჟებინათ, რათა მომხმარებლების ქცევის მონიტორინგი განეხორიცელებინათ. ზოგმა დაწესებულებამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა და დაიხურა.

კომენტარები