რუსეთი-ჩინეთი

"პრეზიდენტი პუტინი ჩემი საუკეთესო მეგობარი და კოლეგაა" - სი ძინპინი რუსეთს ეწვია

სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი
EPA

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მათ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინს მისი საუკეთესო მეგობარი უწოდა.

"უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 30-ჯერ შევხვდით. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტჯერ ვწვევივარ და პრეზიდენტი პუტინი ჩემი საუკეთესო მეგობარი და კოლეგაა." თქვა მან.

პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტო დონეს მიაღიწა. 

კრემლის მიხედვით 2018 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 25%-ით გაიზარდა და რეკორდულ 108 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

მათ ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებებს. მათ შორის შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ რუსული ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS ნებას დართავს ჩინურ ფირმა Huawei-ს რუსეთში 5G ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობის მიღებაზე.

სი ძინპინმა მოსკოვის ზოოპარკს ორი პანდა აჩუქა. კრემლში მიღების შემდეგ სი ძინპინი სანქტ პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.

კომენტარები