ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ცნობით, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.7793 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.77 თეთრით გამყარდა.

ერთი ევრო 4 ივნისს 3.1081 ლარი ეღირება - ლარი ევროსთან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა. ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც, ხოლო ფუნტი სტერლინგთან მცირედით გაუფასურდა. ლირას კურსი 0.4734 ლარი იქნება, ხოლო ფუნტის 3.5150 ლარი.

ამგვარად, 4 ივნისისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.78 ლარი იქნება, ევროსი 3.11 ლარი, თურქული ლირის 0.47 ლარი, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.52 ლარი.

სამი თვეა, ლარს დოლართან გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 11 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 6 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას". ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით კი, "შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება".

კომენტარები