სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობას შეუერთდა, მას ხის ჯვარი გადასცეს

rustavi2

საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობას მიუძღვება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სიარულს იქამდე გააგრძელებს, სანამ შეძლებს.

„წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და ჩვენ ყველას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის მერე საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება, მე ყველას გისურვებთ, რომ ეს მადლი გფარავდეთ,“ - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მსვლელობაში მონაწილე პრეზიდენტს თან წმინდა ნინოს ხის ჯვარი აქვს. ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მსგავს ჯვრებს აძლევენ მათ, ვინც მსვლელობის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს.

„ჯვრები, რომელთაც ჩვენ ვურიგებთ იმათ, ვინც ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს, რომ იაროს, პირადად. 2012 წლიდან ეს რაღაცნაირად მომსახურებაა მომვლოცველებისადმი. ვინც ამ გზის პირდადად გავლის გადაწყვეტილებას ღებულობს, მათ გადავცემთ ამ ჯვარს“- ამბობს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

მსვლელობა 13 ივლისს მცხეთაში უნდა დასრულდეს. მიტროპოლიტის თქმით, მონაწილეებს პატრიარქი სიგელებს გადასცემს. წმინდა ნინოს გზის გავლის გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა 29 მაისს განაცხადა.

კომენტარები