ანაკლიის პორტი

ენმ: ფოთში პორტის მშენებლობის ნებართვის საიდუმლოდ გაცემა საგანგაშოა და კითხვებს აჩენს

Montage Georgia

"ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის საიდუმლო ვითარებაში გაცემა არის საგანგაშო და ბევრ კითხვას აჩენს," - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემა ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ მთავრობის ამ ავანტიურას ისეთი პირი უჩანს, რომ არც ანაკლია აშენდება და არც ფოთის პორტი გაფართოვდება. პარტია გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ფოთის პორტში სამუშაოები შესაძლოა დაიწყოს, თუმცა ეს უფრო ანაკლიის შესაჩერებლად იქნება გამიზნული, ვიდრე პორტის რეალურად განვითარებისთვის. 

"ვერავინ აუკრძალავს ფოთის პორტს განვითარებას, მაგრამ ეს არის დაკავშირებული ისეთი საკითხების მოგვარებაზე, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე : მიწების გამოყოფა, გზების მიყვანა, ეკოლოგიური ნებართვის გაცემა და ასე შემდეგ. ეკონომიკის სამინისტოს მიერ გადაწყვეტილების მიიღება იმ დროს, როცა უნდა მოგვარებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი, როდესაც გადამწყვეტ ფაზაში არის შესული მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის, გამოიყურება უცნაურად და ატარებს შეგნებული და მიზანმიმართული დივერსიის ხასიათს. რომ არ აშენდეს ფოთის ახალი პორტი და ამავედროს შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა ფინანსური გარანტიები და სანქციები არის გათვალისწინებული ფოთის პორტის გაფართოების ნებართვის უკან?," - წერია განცხადებაში. 

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დაუყოვნებლივ იბარებს პარლამენტში. 

"გაცხადებული 250 მილიონი დოლარისინვესტიციების განხორციელება ისედაც არ არისიმ მასშტაბის, რომ ფოთმა ანაკლია ჩაანაცვლოს, თუმცა ამ პროცესის განსაზღვრულ დროსა დაგანსზღვრული ფორმით ინიცირებამ, შეიძლებასაბოლოოდ დაასამაროს ანაკლიის პორტის იდეა. ამ პროცესში შეიძლება იკვეთებოდეს ქართველიჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციულიინტერესები, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებები, საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობისანაკლის პროექტის ბლოკირების სახით," - წერია განცხადებაში. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მათ მედიისგან შეიტყვეს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2 მაისს facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. მისი თქმით, საკითხი შეთანხმებული მთავრობის არცერთ წევრთან, მისი ჩათვლით, არ ყოფილა.

 

კომენტარები