ეკონომიკური ზრდა

ბოკერია: მთავრობა ყველაფრით ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის შენელებას

ისინი თვლიან, რომ ჩვენ ფულს უკეთ განკარგავენ, ვიდრე ჩვენ, მოქალაქეები. ამიტომ ზრდიან საგადასახდო ტვირთს, ამიტომ შეაქვთ ეს მავნებლური რეგულაციები. ეს ვითომ საპენსიო რეფორმა. ყველაფრით ხელს უწყობენ ეკონომიკური ზრდის შენელებას და პირდაპირი შედეგი, ამ ყველაფრის, არის ჩვენი ეკონომიკის უკუსვლა, ზრდის მინიმალური ტემპები, რომლითაც ჩვენ ვერ ამოვალთ სიღარიბიდან და მათ შორის, ლარის კურსიც. ამაზე აქვთ, აბსოლუტურად ბრიყვული და უტიფარი პასუხები მთელ რეჟიმს. ხან ოპოზიცის ბრალია, ხან მედიის, ხან facebook პოსტები, ყველაფერს აბრალებენ, გარდა იმისა, რომ დაკავდნენ საქმით. ამიტომ, მე იმედი არ მაქვს ამ ყველაფრის. ამიტომ არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური იმპერატივი, რომ ეს ხალხი უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას მშვიდობიანი არჩევნების გზით,“

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ლარის კურსისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ.

კომენტარები