ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ქრაისთჩარჩის მეჩეთებზე თავდამსხმელი მამაკაცი ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს

Reuters

ახალ ზელანდიაში ქრაისთჩარჩის მეჩეთებზე თავდამსხმელი მამაკაცი ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს. ბრენტონ ტარანტს ასევე ბრალად ედება 51 ადამიანის მოკვლა და კიდევ 40 ადამიანის მკვლელობის მცდელობა.

ქრაისთჩარჩის მეჩეთებზე თავდასხმა 15 მარტს მოხდა. ტარანტი ნახევრად ავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული და თავდასხმას ფეისბუქ ლაივში გადასცემდა.

ტარანტმა თავდასხმამდე პრემიერმინისტრს 87 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, რომელიც ანტი-საიმიგრაციო და მუსლიმების სიძულვილის შემცველ მესიჯებს შეიცავს.

ის სასამართლოს წინაშე ივნისში წარსდგება.

თავდასხმის შემდეგ ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დიდი ნაწილი აიკრძალა.

კომენტარები