არჩევნები 2019

გეგა შენგელია: ზუგდიდელებმა უნდა გადავწყვიტოთ ზუგდიდის მომავალი

საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ყველა თაობის ადამიანს შევხვდით. გვქონდა 130-ზე მეტი შეხვედრა - ეს იყო კარდაკარ, სოფელ-სოფელ ათასობით ადამიანისთვის ჩვენი პროგრამის და ხედვის გაცნობა - როგორ ვაპირებთ მათთან ერთად ზუგდიდის განვითარებას. ეს შეხვედრები იყო უდიდესი მუხტის მომცემი ჩემთვის.

ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი საჭიროება და გამოწვევა და მათ აქვთ ასევე საკუთარი შეხედულებები ზუგდიდის უკეთეს მომავალზე. მათი იდეები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან იდეას გავითვალისწინებთ.

მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც გვენდო, ჩვენს გვერდით დგას და ირჩევს ზუგდიდის განვითარებას.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

ზუგდიდელებმა უნდა გადავწყვიტოთ ზუგდიდის მომავალი.

ქართული ოცნების ზუგიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.

კომენტარები