ჩვენ ვართ წარმატებული ამ არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად. ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენ ყოველდღიურად ვღებულობთ კონკრეტულ გზავნილებს ჩვენი საზოგადოებიდან, თუ რა არის გასაკეთებელი. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას ჩვენ შევძლებთ ერთ დღეში ან ერთ თვეში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის გზით თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ქართულ ოჯახს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის რეფორმები, რომელიც კეთდება ჩვენს მიერ, ის პროექტები და ინიციატივები, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ, გახდება იმის წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებლად დაძლევს ეკონომიკურ სიდუხჭირეს. საქართველო აუცილებლად დაძლევს სიღარიბეს. ჩვენ ვართ ძალიან კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებულები. ჩვენ თითოეულ არჩევნებში მივიღეთ გზავნილები ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს გზავნილები არის ძალიან კარგად გააზრებული, რომელმაც მათ შორის მინდა გითხრათ, რომ გამოიწვია ეკონომიკური პოლიტიკის დაკორექტირება, გამოიწვია ახალი პროექტების ინიცირება, გამოიწვევს ახალი პროექტების ინიცირებას, მათ შორის მიმდინარე წლის შემოდგომაზე,სადაც კიდევ უფრო ნათლად გახდება თითოეული მოქალაქისთვის, რომ "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს საქართველოში სიღარიბის შემცირებას და მის დაძლევას. სწორედ "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო გააგრძელებს სტაბილურ განვითარებას და მიაღწევს მის მიერ დასახულ მიზნებს
არჩევნები 2019
ბახტაძე: საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად
tbl.ge/3rei
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ტვ.იმედის გადაცემაში "პირისპირ"
ამავე თემაზე
- ლაგოდეხის ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა
- "ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს მასობრივად აღრიცხავდნენ" - Isfed შუალედურ არჩევნებზე
- კობახიძე: არჩევნების I ტურში ევროპულ საქართველოს ათეულობით ძველი ბიჭი ჰყავდა ჩართული
- დამკვირვებლები შსს-ს ჩვენების გაყალბებაში სდებენ ბრალს
- თალაკვაძე: იმასაც არ კადრულობენ, მხარდამჭერებს აუხსნან, სინამდვილეში რატომ წააგეს არჩევნები