Wizz Air

Wizz Air დაანონსებულ ფრენებს 6 ახალი მიმართულებით 1 აგვისტოს ნაცვლად 10 სექტემბრიდან დაიწყებს

ავიაკომპანია Wizz Air იანვარში დაანონსებულ ფრენებს 6 ახალი მიმართულებით 1 აგვისტოს ნაცვლად 10 სექტემბრიდან დაიწყებს, იმავე დღეს დაიწყება რესიების შესრულებაც. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს, რომელიც მიზეზად საოპერაციო შეფერხებას ასახელებს. 

მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ 6 მიმართულებით 1 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე თარიღებში, Wizz Air დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ცვლილებების შესახებ. კომპანია მათ ბილეთის თანხის 100%-ით აუნაზღაურებს, ბილეთის გადაცვლას (იმავე მიმართულებით სხვა თარიღებზე ან ნებისმიერი სხვა არჩეული მიმართულებით) ან Wizz კრედიტზე გადახდილი ბილეთის საფასურის 120%-ით ანაზღაურებას სთავაზობს. ხოლო, მგზავრები, რომლებმაც ბილეთები ტურისტული სააგენტოების მეშვეობით შეიძინეს, უნდა დაუკავშირდნენ ამავე სააგენტოებს დროის ან მიმართულების შესაცვლელად.

კომპანია მგზავრებს ამ ცვლილებით შექმნილი დისკომფორტისა და უხერხულობისთვის ბოდიშს უხდის. 

Wizz Air ქუთაისის ბაზაზე მესამე ეარბას A320 და ექვსი ახალი მიმართილების დაწყებას სექტემბრისთვის აანონსებს. კომპანიის ინფორმაციით, რეგულარული ფრენები ეინდჰოვენის (ჰოლანდია), ტალინის (ესტონეთი), ბრიუსელის (ბელგია), კოპენჰაგენის (დანია), ბარის (იტალია) და ბაზელის (შვეიცარია) მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე შესრულდება. 

კომენტარები