გიგი უგულავა

უგულავა: ყველა, ვინც ჩაგრავს ლგბტ თემის წარმომადგენლებს ლურსმანს არჭობს ქრისტეს

საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს თვითგამოხატვის უფლება, არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ამ თემის მანიპულირების, ლგბტ თემის გარიყვის ჩვენი საზოგადოებიდან. ეს თემი არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი, როგორებიც არიან. არ უნდა მოხდეს მათი ჩაგვრა, წერტილი. ამას ამბობს კონსტიტუცია, ამას ამბობს ჯანსაღი და ნორმალური აზრი და ვისაც რაც არ უნდა არაპოპულარულად მოეჩვენოს, არ დავეძებ იმიტომ, რომ ჩაგვრა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრა და განსაკუთრებით ამ [სექსუალური ორიენტაციის] ნიშნით. ეს არის უსინდისობა და ყველა, ვინც ჩაგრავს, ლურსმანს არჭობს ქრისტეს იმიტომ, რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანაზე ჩაგრულების მხარდასაჭერად და ვინც დაჩაგრავს, ის ლურსმანს აჭედებს ქრისტეს სხეულში. ეს კარგად გააცნობიეროს ყველა ურაპატრიოტმა, რომელიც აი, ამას ჩადის ხოლმე როგორც წესი.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა თბილისი პრაიდთან დაკავშირებით პორტალ "კვირასთან" საუბრისას.

კომენტარები