შსს

20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას ელექტრონულად შეძლებთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას ელექტრონულად შეძლებთ. 

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ის ცნობით, 20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი. 

"ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის - მოქალაქეები შეძელებენ, თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო,"- წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შსს-ის ცნობით, ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები სააგენტოს ვებგვერდის sa.gov.ge-ის საშუალებით შეძლებენ შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური. მათივე ინფორმაციით, ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება - SMS ან ელექტრონული ქვითარი).

კომენტარები