სროლა აშშ-ში

12 წლის ნეითი დენვერის სკოლაში სროლაზე: ბეისბოლის ბიტა მეჭირა, უბრძოლველად არ დავეცემოდი

CNN

გუშინ აშშ-ში, კოლორადოს შტატში, დენვერის გარეუბანში მდებარე კერძო სკოლა STEM-ში სროლის შედეგად ერთი დადამიანი დაიღუპა 8 კი დაიჭრა.

მეექვსეკლასელმა მოსწავლემ, ნეით ჰოლიმ, რომელიც სროლის დროს სკოლაში იმყოფებოდა მშობლებთან ერთად მომხდარზე CNN-თან ისაუბრა.

"ქაოსი იყო. ბავშვების უმეტესობამ არ იცოდა რა უნდა ექნათ. მე ხელში მეტალის ბეისბოლის ბიტა მეჭირა, ყოველი შემთხვევისთვის, იმიტომ, რომ თუ უნდა დავცემულიყავი, ბრძოლით დავეცემოდი." თქვა 12 წლის ნეითმა.

ნეითის მამის თქმით ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც შვილების სკოლიდან წამოყვანა სროლის გამო უწევს, თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი შვილი სროლას უშუალოდ შეესწრო.


ფოტო: New York Post

ცეცხლი ამასე სკოლის ორმა მოსწავლემ საკლასო ოთახებში გახსნა.

სროლის შედეგად დაღუპული კენდრიკ კასტილიო სკოლა რამდენიმე დღეში ამთავრდებდა. მან თავდამსხმელების შეჩერება სცადა.

პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს. ისინი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს.

სროლის დროს სკოლაში 1800 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილ მოზარდებს სამართალდამცველებთან წარსულში პრობლემები არ ჰქონიათ. მათი მოტივი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები