GoT-ის პერსონაჟები, რომლებიც ვინტერფელის ბრძოლაში დაიღუპნენ
tbl.ge/3nhp
დაკოპირდა
Game of Thrones-ის ფინალური სეზონის მე-3 სერიის ეპიკურ ბრძოლაში გარდაცვლილი პერსონაჟები;
ვინტერფელის ბრძოლაში 7 პერსონაჟს გამოვემშვიდობეთ;
1. ედ ტოლეტი - რომელმაც სემუელ ტარლის გადასარჩენად ბრძოლის ველზე თავი გასწირა.
ფოტო: HBO2. ლიანა მორმონტი - პატარა მამაცი გოგო, რომელმაც გოლიათი დაამარცხა.
ფოტო: HBO
3. ბერიკ დონდარიონი - მან არია სტარკი თეთრი მოხეტიალეებისგან იხსნა.
ფოტო: HBO
4. მელისანდრა - წითელი ჯადოქარი, რომელმაც ვინტერფელის ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ფოტო: HBO5. თეონ გრეიჯოი - პერსონაჟი, რომელმაც ჩვენ თვალწინ არაერთხელ იცვალა სახე. მან ჩადენილი ცოდვები გამოისყიდა და როგორც ბრან სტარკმა უთხრა სიკვდილის წინ - "კარგ კაცად" მოკვდა. იგი ბრანს იცავდა თეთრი მოხეტიალეებისა და ღამის მეფისგან.
ფოტო: HBO6. ჯორაჰ მორმონტი - დრაკონების დედის, დენერისის მრჩეველი და მეგობარი, რომელმაც თეთრი მოხეტიალეებისგან მისი დედოფალი დაიცვა და გმირულად გარდაიცვალა.
ფოტო: HBO7. ღამის მეფე - რომელმაც თეონ გრეიჯოი განგმირა და ბრან სტარკის მოსაკლავად სულ ცოტა დააკლდა. ღამის მეფე არია სტარკმა მოკლა.