ქობულიას გადაყენება

სერგეენკო: ასე არ დავარქმევდი, რომ ქობულია მოხსნეს

არ ვარ განწყობილი, რომ ტერმინოლოგიური კორექტირებები შევიტანო, მაგრამ ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. მინისტრების ცვლილება წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე ამაში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს არაა ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა ჩემთვის უცნობია.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას პოსტიდან წასვლას ეხმაურება. ქობულია გუშინ მოხსნეს, მისი ადგილი ნათია თურნავამ დაიკავა.

კომენტარები